უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი ორჯერ შემცირდა
ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი პრეზიდენტობის ერთი წლის თავზე თითქმის ორჯერ შემცირდა. შესაბამისი გამოკითხვა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა.
აპრილის ბოლოს რომ ტარდებოდეს არჩევნები, ზელენსკის მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 42,6% დაუჭერდა მხარს მაშინ, როდესაც გასულ წელს ეს რიცხვი 73,22% შეადგენდა.
მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რეიტინგებზე არ ფიქრობს, რადგსნ ისინი ნდობის მაჩვენებელი არ არის.
“ვხედავთ, რომ ჩემი ნდობის მაჩვენებელი საკმარისად მაღალია. სადღაც, 55-56%”, – თქვა უკრაინის პირველმა პირმა.