ქუთაისში ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ მოზარდს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ბავშვი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანა.მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

როგორც “რეგიონულ კვირას”შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები