მერაბ ქვარაია: ოპოზიცია ცდილობს ჩვენი საერთო წარმატება წარუმატებლად წარმოაჩინოს, რაც მათვე აყენებს უხერხულ მდგომარეობაში

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მორიგი – რიგით მე-2 ფეისბუქ-ლაივი გამართა და Covid-19-ის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრა.

პარლამენტის წევრმა ქვეყნის სოციალური ანტიკრიზისული პაკეტი შეაჯამა, ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ მხარდაჭერაზე და მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

მერაბ ქვარაია ლაივის დრო ოპოზიციის აბსურდულ კრიტიკასაც შეეხო.

“ოპოზიცია ცდილობს ჩვენი საერთო წარმატება წარუმატებლად წარმოაჩინოს, რაც თავად ოპოზიციას აყენებს უხერხულ მდგომარეობაში როგორც ამომრჩევლის, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. როცა გარე სამყარო აღიარებს და შენ კი ვერ ხედავ, ეს მინიმუმ ცუდი “მხედველობის” ბრალია”,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

უმრავლესობის წევრმა ხელისუფლებასა და ბიზნესის მჭიდრო ურთიერთობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფომ, ბიზნესთან ერთად, უნდა შეიმუშავოს დასაქმების ახალი სქემა, რადგან ერთია, ხალხის კომპენსაციით დახმარება, მეორე კი ის, რომ ადამიანები უნდა დასაქმდნენ და თავად გამოიმუშავონ საკუთარი რესურსი.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის აუცილებლობას და როგორც შემომწირველებს, ასევე, ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებს მადლობა გადაუხადა აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები