ბილ გეითსის ფონდის განცხადება – გეითსი, ეპშტეინთან ურთიერთობის გამო, პასუხისმგებლობას იღებს

კომპანია „მაიკროსოფთის“ დამფუძნებელმა ბილ გეითსმა, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო,- ინფორმაციას გეითსის ფონდი ავრცელებს.

მან საჯარო სხდომის დროს თანამშრომლებს ეპშტეინთან კავშირის გამო ბოდიში მოუხადა.

გეითსმა თანამშრომლებს უთხრა, რომ ეპშტეინთან დროის გატარება და ფონდის ხელმძღვანელების სექსუალურ დამნაშავესთან შეხვედრებზე დაპატიჟება უდიდესი შეცდომა იყო.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ გეითსი და ეპშტეინი, ეპშტეინის პატიმრობის შემდეგ, Microsoft-ის გაფართოების განსახილველად არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს.

ამასთან, მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ გეითსის ფონდმა განაცხადა, რომ მათი მხირდან ეპშტეინისთვის არანაირი ფინანსური გადახდა არ განხორციელებულა.

ცნობისთვის, გეითსის ფონდი, რომლის თავმჯდომარეც ბილ გეითსი იყო და რომელიც მან და მისმა მაშინდელმა მეუღლემ 2000 წელს დააარსეს, გლობალური ჯანდაცვის ინიციატივების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები