ლიზ ტრასი: როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება

Britain's Conservative Party leadership candidate Liz Truss speaks during a hustings event, part of the Conservative party leadership campaign, in Cheltenham, Britain, August 11, 2022. REUTERS/Toby Melville

როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება, რასაც პატრიკ კრისტისი „შიშს“ უკავშირებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ტრასი აღნიშნულ პოსტთან ერთად აქვეყნებს საკუთარი შოუდან ვიდეოს, რომელშიც, ჟურნალისტ პატრიკ კრისტისთან ერთად მიმოიხილავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ბრიტანეთში ქალების გაუპატიურების გახშირებული შემთხვევების შესახებ საუბრობს.

„ხალხმა უნდა გაიგოს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ მე უბრალოდ მაინტერესებს, როგორ შეიძლება ადამიანებმა ასე დაკარგონ მორალური კომპასი, რომ დაუშვან ახალგაზრდა გოგონების წამება და გაუპატიურება მათ საზოგადოებაში“, – აცხადებს ლიზ ტრასი.

„ისინი ამას უარყოფენ და მსხვერპლების სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებენ. დავფიქრდეთ ამ მსხევრპლებსა და გადარჩენილებზე. მათ მიმართ ძალადობის დიდი ნაწილი წლების წინ მოხდა, როდესაც ისინი ბავშვები იყვნენ. ასე რომ, ისინი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი ფუნდამენტურად იმედგაცრუებულნი იყვნენ მზრუნველობის სისტემისა თუ პოლიციის მიერ“, – განაცხადა კრისტისმა.

ლიზ ტრასმა ყურადღება გაამახვილა „გამოძიების ერთ-ერთ შოკისმომგვრელ ფაქტზე“, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ „ეს გოგონები, ეს მოზარდები, შემოვიდნენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით, ორსულობით, სხეულის დაზიანებებით და ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა ამასთან დაკავშირებით არაფერი გააკეთეს“. აღნიშნული ქმედება პატრიკ კრისტისმა სწორედ შიშს დაუკავშირა. „დიახ, ისევ შიში, არა?“ – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები