ვარლამ წიკლაური ივლიტის, სხვილისისა და ზემო სხვილისის მცხოვრებლებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მერის მოადგილეები – ნოდარ ტატალიშვილი, გიორგი მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მისი მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი სხვილისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ.

“საერთო კრებებზე ადგილობრივებმა ძირითად პრიორიტეტებად სოფელ ივლიტასა და სხვილისში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ ზემო სხვილისში გარე განათების მოწყობა დაასახელეს.

პროგრამით დაგეგმილი შეხვედრები 25 სოფელში უკვე ჩატარდა, დარჩენილ 21 დასახლებაში კი დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით გაიმართება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები