„თალიბანის“ განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანზე საპასუხო თავდასხმა დაიწყო

ავღანეთმა, ბოლოდროინდელი დარტყმების საპასუხოდ, პაკისტანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი“ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს.

დაჯგუფების მთავარმა სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს გვიან ღამით, საერთო საზღვრის გასწვრივ დაწყებული შეტევის შედეგად, „მრავალი“ პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი ტყვედ ჩავარდა.

აღნიშნული ინფორმაციას უარყო პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა. გარდა ამისა, მან უარყო „თალიბანის“ ბრალდება პაკისტანის სამხედრო პუნქტების დაკავების შესახებ. მისივე განცხადებით, ისლამაბადის საპასუხო ქმედებამ ავღანურ მხარეს „დიდი დანაკარგები“ მიაყენა.

პაკისტანის ინფორმაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ „უმიზეზო ცეცხლს“ პაკისტანის უსაფრთხოების ძალები „დაუყოვნებლივი და ეფექტური პასუხით“ დახვდნენ.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში პაკისტანის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. ისლამაბადის თქმით, სამიზნედ სავარაუდოდ, მებრძოლთა ბანაკები და სამალავი იქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები