ლიტერატურული კონკურსი ,,სხვიტორი” გამოცხადდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს – „სხვიტორი”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი ფართომასშტაბიანია. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს. საკონკურსოდ დაიშვება გამომცემლობებისა და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2025 წელს ნაბეჭდი სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოებები.
„კონკურსის დანიშნულებაა, წარმოაჩინოს შემოქმედებითი ინტელიგენცია, წაახალისოს ახალგაზრდები, ხელი შეუწყოს ახალი ტალანტების გამოვლენას, ლიტერატურული პერიოდიკისა და გამომცემლობათა მოტივაციის ამაღლებას.
პრემია „სხვიტორი” გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
1. პოეზია – წლის საუკეთესო კრებული/პოეტური ციკლი – 1000 ლარი.
2. პროზა – წლის საუკეთესო წიგნი/ნაწარმოები – 1000 ლარი.
3. კრიტიკა – წლის საუკეთესო წიგნი/სტატია – 1000 ლარი.
4. საყმაწვილო ლიტერატურა – წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი/ნაწარმოები – 1000 ლარი.
გარდა ლიტერატურული პრემიებისა, დაწესებულია „აკაკის მედალი”. „აკაკის მედალი” გაიცემა აკაკის შემოქმედების კვლევისა და კულტურულ-სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის, ასევე მუზეუმის მატერიალურ – ტექნიკური ბაზის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.
საკონკურსო მასალები გამოაგზავნეთ აუცილებლად როგორც ნაბეჭდი (გამოცემის ერთი ეგზემპლარი), ასევე ელექტრონული სახით.
მასალები მიიღება 2026 წლის 2 თებერვლიდან 1 მაისამდე.
ლაურეატები დაჯილდოვდებიან 21 ივნისს, სხვიტორში, აკაკის დაბადების დღეს.
საკონკურსო მასალები (ნაბეჭდის სახით) შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
4000, საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფ.სხვიტორი.  აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი (ლიტერატურული კონკურსისათვის „სხვიტორი”).
ელექტრონული ვერსია გამოგვიგზავნეთ მისამართზე:
asmatiiashvili@yahoo.com  ან  akakitseretlismuseum@gmail.com;
საკონტაქტო ტელ: 577 97 80 87“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები