ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში 31 ანალიზის პასუხი მიიღეს – კორონავირუსზე 31-ვე უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკის ლაბორატორიაში COVID 19-ზე, 31 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათ შორის იყვნენ სენაკის ცხელების კლინიკის მედიკოსები, ყველა პასუხია უარყოფითია. როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი, ლელა ქაჯაია აცხადებს, მომავალი კვირიდან ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს, ხოლო დღეს PCR ტექნოლოგიით, მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული 31 ბიოლოგიური მასალას გამოიკვლევენ. „საბედნიეროდ ისევ კარგი ამბები გვაქვს და 31 გამოკვლეულ პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. COVID 19-ზე PCR კვლევები კვლავ გრძელდება და მომავალი კვირიდან ჩვენი ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს“, – ამბობს ლელა ქაჯაია.