კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, კოვიდ – 19 – ით სასწრაფო დახმარების ექიმია დაინფიცირებული და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშის პასუხი ზუსტდება. საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 207 და გარდაიცვალა 7 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5152 პირი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 551 პირი გადის.