გიორგი გოგლიჩიძე: სოფლის მეურნეობის განვითარება და მისი ხელშეწყობა ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტია
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების პარალელურად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.
სოფელ ქვედა საქარაში, ჭალატყის უბანში მიმდინარე ხვნა – თესვის სამუშაოებს, ადგილზე გაეცნენ ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილზე მიიღეს ინფორმაცია, კონკრეტულ დასახლებებში, როგორ აწარმოებენ ადგილობრივები საგაზაფხულო სამუშაოებს და რა პრობლემები აქვთ ამ მიმართულებით.
“სოფლის მეურნეობის განვითარება და მისი ხელშეწყობა ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტია. ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა პირობა უნდა ჰქონდეს შექმნილი იმისათვის, რომ არ დარჩეს დაუმუშავებელი არცერთი მიწის ნაკვეთი. ეს ჩვენთვის მთავარი საზრუნავია”, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.