საბერძნეთში, შრომის დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირები, სოციალური დისტანციის დაცვით, აქციას მართავენ

ათენში პროფკავშირები, შრომის დღესთან დაკავშირებით, აქციას მართავენ. წელს დემონსტრაცია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური დაცვით იმართება.

რამდენიმე დღით ადრე, აქციის ორგანიზატორებმა მოედანზე დისტანციის დასაცავად საჭირო ნიშნები დახაზეს.

აღინიშნება, რომ ადგილზე პოლიცია იმყოფება, რომელიც დისტანციის დაცვას აკვირდება.

აქცია მთავრობის მოწოდების მიუხედავად მიმდინარეობს. ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ღონისძიების, სულ მცირე, ერთი კვირით გადადებისკენ მოუწოდებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები