ახალციხეში შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი გადასცეს (ვიდეო)
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბიზნესსექტორის აქტიური თანამშრომლობით, შეჭირვებული მოსახლეობას დღეს სურსათი გადაეცა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გურამ მელიქიძის თქმით, დახმარებას 700-მდე ოჯახი მიიღებს.
“პროდუქტებს ჩვენი მოხალისეები სახლებში დაარიგებენ. თითოეულ მოსახლეს გადაეცემა ისეთი მნიშვნელობანი პროდუქტები, როგორიცაა სურსათი და ჰიგიენური ნივთები. მერია ამ მხრივ აქტიურად აგრძელებს მუშაობას”, – ამბობს გურამ მელიქიძე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ბიზნესსექტორის მხარდაჭერაზეც საუბრობენ. მათი თქმით, ადგილობრივმა ბიზნესმენებმა კონკრეტული თანხები გაიღეს იმისთვის, რომ კორონა ვირუსის პერიოდში შეჭირვებულ მოსახლეობას საარსებო მინიმუმი მიეღოთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა კერძო შემოწირულობა, მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ სხვა კატეგორიის მოქალაქეებს ბინაზე მიუტანეს.