სომხეთში 4 მაისიდან შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნება

სომხეთში 4 მაისიდან მოქალაქეების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება, – განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის მოადგილემ, ვაროს სიმონიანმა.

ამასთან, მისი თქმით, შენარჩუნებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე შეზღუდვა, რაც ინფექციის გავრცელების რისკით არის განპირობებული.

გარდა ამისა, სიმონიანის თქმით, მოიხსნება საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვა, თუმცა სავაჭრო ცენტრები ისევ დაკეტილი დარჩება.

ორშაბათიდან ნებადართული იქნება ქიმწმენდის, საპარიკმახეროების, სილამაზის სალონები მუშაობა, განახლდება ავეჯის, ფეხსაცმლის წარმოება და სხვა ტიპის საქმიანობები.

სომხეთში 14 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები