გორში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი მკუნრალობს – თვითიზოლაციაშია 80-მდე პირი
უახლესი ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 4 ადამიანი დაინფიცირდა, 80 მდე პირი კი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი – ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. დაინფიცირებული პირები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის კონტაქტებიდანაა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფროსს მედდთან მუშაობს. დაინფიცირებულ პირებს შორის ორი არასრულწლოვანია.
„ამ დროისთვის, ინფიცირებული 4 პირის გარშემო 80-მდე ადამიანია იზოლაციაში გადაყვანილი. აღებულია დამატებით 23 ნიმუში. ამ პასუხებს დაველოდებით და პასუხების მიხედვით გაკეთდება ანალიზი, რამდენად ფართოა კონტაქტების წრე და რა რისკი შეიძლება გამოიკვეთოს. ამ რისკების მიხედვით იმსჯელებს ადგილობრივი შტაბი და მიაწვდის რეკომენდაციას ცენტრალურ საკოორდინაციო შტაბს. რის შემდეგაც ერთობლივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული სოფლების ჩაკეტვასთან დაკავშირებით”,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ გახდა ცნობილი კოვიდ-19-ით დაინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის შესახებ. ამ დროისთვის, დაინფიცირებული ქალის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.