ჩინეთში ტრამპს უპასუხეს: აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ინტერესი არ გვაქვს

“ჩინეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაინტერესებული არ არის”, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გენ შუანმა.

​პეკინი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რომ მან არჩევნებში წააგოს.

“შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის შიდა საქმეა და ჩვენ ჩარევის არანაირი ინტერესი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ ზოგიერთი ადამიანი საკუთარ წინასაარჩევნო პოლიტიკაში ჩინეთს არ ჩაითრევს”, – განმარტა გენ შუანმა.

აშშ-ის ლიდერის მოსაზრებით, ჩინეთს აწყობს, რომ გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვოს, რომელიც შემდგომ ვაჭრობაზე ტრამპის მიერ პეკინზე განხორციელებულ ზეწოლას შეასუსტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები