ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, გამოჯანმრთელების შემდეგ შესაძლოა, კორონავირუსი ადამიანის ფილტვებში რჩებოდეს

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, კორონავირუსი პაციენტების ორგანიზმში გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩება.

ამის შესახებ South China Morning Post-ი  წერს.

სპეციალისტების მონაცემით, COVID-19-ს გადატანილი ადამიანები ვურუსის ნაწილაკების ტარებას შესაძლოა, აგრძელებდნენ.

ჩინელმა მეცნიერებმა ერთი პაციენტი ქალის შემთხვევა შეისწავლეს, რომელმაც მკურნალობის კურსი გაიარა და ტესტი სამჯერ ჩააბარა და მან უარყოფითი შედეგი აჩვენა. ქალს კომპიუტერული ტომოგრაფია გაუკეთეს და გამოსაწერად ამზადებდნენ, თუმცა მეორე დღეს ის, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცხედრის გაკვეთის შედეგად, მეცნიერებმა ფილტვების ქსოვილებში კორონავირუსის ნაწილაკები აღმოაჩინეს მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც ღვიძლის, არც გულის, არც ნაწლავში და არც ძვლის ტვინზე იყვნენ. ამასთანავე, მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ფილტვებში არსებული ფარული შტამები არანაირ სიმპტომებს არ იძლეოდნენ.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სწორედ აღნიშნული შეიძლება ხსნიდეს კორონავირუსის განმეორებითი შემთხვევების დადასტურებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები