რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 7099 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, 106 498 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
​​ერთ დღეში ვირუსს 101 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 1073 ლეტალური შემთხვევაა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკას – ბოლო 24 საათში კლინიკებიდან 1333 პაციენტი გაწერეს, ჯამურად, დაავადება 11 610 პირმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები