აშშ-ის საელჩო: საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს დიდ მადლობას ვუხდით თავდადებისა და სამსახურისთვის
საქართველოში აშშ-ს საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს თავდადებისა და სამსახურისთვის მადლობას უხდის.
“თავდაცვის ძალების დღეს, გვსურს, აღვნიშნოთ თანამშრომლობისა და მეგობრობის ის განსაკუთრებული კავშირი, რომელიც შეერთებული შტატებისა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ჩამოყალიბდა. ერთობლივი წვრთნების, მუშაობისა და მსახურობისას საქართველოსა და საერთაშორისო მისიებში, როგორიცაა ავღანეთი, ჩვენი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურე კაცებმა და ქალებმა კიდევ უფრო გაამყარეს ის მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას აკავშირებს.
დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს და დიდ მადლობას ვუხდით მათ თავდადებისა და სამსახურისთვის”, – წერია განცხადებაში