ილონ მასკი შემზღუდავ ზომებს “ფაშისტურს” უწოდებს

ამერიკელი მეწარმე და მილიარდერი, ილონ მასკი აშშ-ში შემზღუდავ ზომებს “ფაშისტურს” უწოდებს, -იტყობინება CNN-ი.

“მე ამას ვუწოდებდი “ადამიანების საკუთარ სახლებში იძულებით დაპატიმრებას მათი საკონსტიტუციო უფლებების საწინააღმდეგოდ”. ჩემი აზრით, ეს არის ადამიანების თავისუფლებების საშინელი და არასწორი დარღვევა და ეს არ არის ის, რისთვისაც ხალხი ამერიკაში ჩამოვიდა“, – განაცხადა მასკმა.

Twitter-ში მასკმა მთავრობას შემზღუდავი ზომების მოხსნისკენ მოუწოდა. მან ტეხასის შტატის ხელისუფლების ქმედება დადებითად შეაფასა, სადაც 1-ელი მაისიდან შესაძლოა, მუშაობა კაფეებმა და რესტორნებმა განაახლონ.

“ბრავო, ტეხასი!”, – დაწერა მან.

ასევე, Wall Street Journal-ის სტატიაზე –  “შეუნარჩუნებს თუ არა კარანტინი ადამიანებს სიცოცხლეს”, მილიარდერი წერს: “გავანთავისუფლოთ ამერიკა, ახლავე!”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები