ავარია რუსთავში – დაშავდა 67 წლის კაცი
რუსთავში ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად 67 წლის კაცი დაშავდა.
დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
ადგილზე ორი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.