რუსეთში არასამუშაო დღეები 11 მაისამდე გახანგრძლივდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არასამუშაო დღეები 11 მაისამდე გაახანგრძლივა.

“გვსურს, რომ იძულებითი უხერხულობა მალე დასრულდეს, თუმცა იმის იმედად ყოფნა, რომ საფრთხე შემცირდა და ამიერიდან ის გვერდს აგვივლის, საფრთხისშემცველი იქნებოდა”, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, 5 მაისისთვის მოამზადოს რეკომენდაცია შეზღუდვებიდან ეტაპობრივ გამოსვლასთან დაკავშირებით.

28 აპრილის მდგომარეობით, რუსეთში კორონავირუსის 93 558 დადასტურებული შემთხვევაა, 867 პირი გარდაცვლილია, 8 456 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები