მოსკოვში ეპისკოპოსია ჰოსპიტალიზებული

მოსკოვში ელოხოვის საკათედრო ტაძრის ახალი წინამძღოლი, ეპისკოპოსი თომა (მოსოლოვი) ჰოსპტალიზებულია.

ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა სასულიერო პირი ინფიცირებული კორონავირუსით, თუმცა დაწერა, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ეპისკოპოსი თომა უკვე ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს მიუერთა და ეს ასე არ არის. მისივე თქმით, ვითარება კონტროლდება.

პავლო-პოსადის ეპისკოპოსი თომა (მოსოლოვი) ელოხოვის საკათედრო ტაძრის წინამძღოლად 22 აპრილს მას შემდეგ დაინიშნა, რაც ტაძრის წინამორბედი, წინამღოლი ალექსანდრე აგეიკინი 21 აპრილს კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები