აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1717-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 1717 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ქვეყანაში ვირუსს სულ 22 ადამიანი ემსხვერპლა.

გასულ დღე-ღამეში კლინიკებიდან 59 პირი გაწერეს, სულ 1221 გამოჯანმრთელდა.

სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას 474 ადამიანი აგრძელებს, მათგან 15 მდგომარეობა მძიმეა, 22-ისა კი – საშუალო სიმძიმის.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები