ბელგიის რკინიგზა მუშაობას განაახლებს, თუმცა მგზავრებისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზომები დაინერგება

ბელგიის რკინიგზა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 4 მაისიდან დაუბრუნდება, თუმცა მგზავრებისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზომები დაინერგება.

უსაფრთხოების ახალი დამატებითი ზომების მიხედვით, 12 წელს ზემოთ ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, ვაგონებში, სადგურებსა და ბაქანებზე პირბადე ატაროს.

ასევე, მოსახლეობას მოუწოდებენ, მგზავრობა ისე დაგეგმონ, რომ ისინი პიკის საათს არ დაემთხვეს.

რკინიგზა ვალდებულებას იღებს, რომ სადგურებსა და ვაგონებში გაძლიერებულ დეზინფექციას ჩაატარებს, განსაკუთრებით, ბილეთის გაყიდვის ავტომატების, სახელურებისა და მაგიდების.

ბელგია საკარანტინო შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას მაისის დასაწყისიდან დაიწყებს. შესუსტების პირველი ეტაპი სწორედ 4 მაისს დაიწყება.

ამ დღეს განაახლებენ მუშაობას სამრეწველო საწარმოები, 11 მაისს კი ყველა მაღაზია გაიხსნება, 18 მაისს სკოლებში სწავლა ნაწილობრივ აღდგება.

28 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 47 334 დადასტურებული შემთხვევაა, 7 331 გარდაცვლილია, 10 943 კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები