რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსს 72 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 6 411 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 93 558 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
ბოლო 24 საათში ვირუსს 72 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში სულ 867 გარდაცვლილია.
ამასთანავე, გასულ დღე-ღამეში კლინიკებიდან 1110 პაციენტი გაწერეს, სულ 8 456 გამოჯანმრთელებულია.