მოლდოვამ ავიამიმოსვლა შესაძლოა, 15 მაისიდან განაახლოს

​მოლდოვამ 15 მაისიდან შესაძლოა, ავიამიმოსვლა განაახლოს, რადგან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აღარ გახანგრძლივდება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, იონ კიკუმ პრეზიდენტისა და სპიკერის მონაწილეობით ყოველკვირეული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მიმდინარე კვირას განიხილავს 15 მაისიდან ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას.

მოლდოვამ ავიამიმოსვლა 17 მარტს შეაჩერა.

27 აპრილიდან კი ქვეყანაში მუშაობა განაახლეს აგრარულმა ბაზრებმა, მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა, ასევე, პარკებში სეირნობა დისტანციის დაცვის არის დაშვებული.

28 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში 3 481 ინფიცირებულია, 102 ლეტალური შემთხვევა და 925 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები