აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1678-მდე გაიზარდა
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 1678 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
ასევე, გუშინ ვირუსს ერთი პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 22 ლეტალური შემთხვევაა.
ვირუსის დამარცხება 1162 პაციენტმა შეძლო.
ინფიცირებულთაგან 17 მდგომარეობა მძიმეა, 26 – საშუალო სიმძიმის.