მიხეილ სააკაშვილი: ძვირფასებო, არავის ვთხოვ თანამდებობებს, გარწმუნებთ, შემიძლია, საინტერესო საქმით დავკავდე

უკრაინის მმართველი ფრაქციის, “ხალხის მსახურის” წევრმა, ირინა ვერეშჩუკმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში უკრაინის ვიცეპრემიერად ასარჩევად საჭირო ხმები მოიპოვოს.

ვერეშჩუკმა თქვა, რომ ამ ეტაპზე ბევრად ეფექტური იქნებოდა, სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანლის მოადგილის პოსტი დაეკავებინა.

დეპუტატის მოსაზრებას თავად სააკაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ არ შეუძლია, აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს.

“დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე, მიხეილ სააკაშვილს არ შემიძლია, დავიკავო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანლის მოადგილის თანამდებობა. თანამდებობებს არ ვეძებ. არ შემიძლია, ვიყო ამ თანამდებობაზე. მადლობა წინადადებისთვის, სხვათა შორის, ეს თანამდებობა ზელენსკის ჩემთვის არ შემოუთავაზებია. პატივისცემულებო, საყვარლებო, არანაირ თანამდებობებს  ვთხოვ არავის. გარწმუნებთ: ვიპოვი ცხოვრებაში საინტერესო საქმიანობას. მაგრამ იმის ყურება, თუ როგორ განადგურდება უკრაინა ამ კრიზისის, ცუნამის შედეგად, რომელშიც ის შედის – არ მინდა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს უმაღლესი რადა 30 აპრილს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები