ლიეტუვაში ქუჩის კაფეებმა, სილამაზის სალონებმა და მუზეუმებმა მუშაობა განაახლეს
ლიეტუვაში დღეიდან საკარანტინო ზომების შესუსტების ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებში, საჭირო ზომების დაცვით, მუშაობა განაახლეს ქუჩის კაფეებმა, სილამაზის სალონებმა და მუზეუმებმა.
მთავრობის დადგენილის თანახმად, კაფეებში ერთ მაგიდასთან ორზე მეტ ადამიანს დასხდომის უფლება არ აქვს, მაგიდები ორი მეტრის დაშორებით უნდა იდგნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაფეების ზოგიერთი მეპატრონე მიიჩნევს, რომ ამ პირობებში დაწესებულებების გახსნას აზრი არ აქვს, რადგან ხარჯის დაფარვას ვერ შეძლებენ. ვილნიუსის მუნიციპალიტეტმა კი კაფეების მეპატრონეებს პარკებისა და სკვერების გამოყენების უფლება მისცა.
კულტურული, სპორტული და გასართობი დაწესებულებების სტუმრობა დასაშვებია მხოლოდ ორი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფისთვის გამონაკლისს ერთი ოჯახის წევრები წარმოადგენენ.
სილამაზის სალონები მუშაობას იმ პირობით განაახლებენ, თუ 10 კვ/მ მეტრ ფართობზე ერთი ადამიანის ყოფნა იქნება უზრუნველყოფილი.
დღეიდან, ასევე, დასაშვებია ავტოსკოლებში გამოცდის ჩაბარება, ჩოგბურთისა და გოლფის თამაში, პარკების, ზოოპარკებისქ და ბოტანიკური ბაღების მონახულება. ყველგან დისტანციის დაცვა სავალდებულოა.
ნებადართულია ეკლესიებში წირვებზე ყოფნა, თუმცა – შეზღუდული რაოდენობით.
იხსნება საბავშვო ბაღები იმ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლები სამსახურებში გადიან.
27 აპრილის მდგომარეობით, ლიეტუვაში კორონავირუსის 1449 დადასტურებული შემთხვევაა, 41 პირი კი გარდაიცვალა.