ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდა
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ქასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 11 მაისამდე გაახანგრძლივა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებული რთული ვითარების გათვალისწინებით.
“კანონის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 11 მაისს დასრულდება, თუ, რასაკვირველია, ეპიდემიის ახალი მასობრივი აფეთქება არ მოხდა. ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება”, – აღნიშნა ტოკაევმა.
ყაზახეთში კორონავირუსის 2,7 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, 25 პაციენტი კი გარდაიცვალა.