სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1808-მდე გაიზარდა
“სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 62-ით გაიზარდა და, ჯამურად, 1808 ადამიანია დაავადებული”, – განაცხადეს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.
რესპუბლიკაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ერთით გაიზარდა და 29 შეადგინა.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ COVID-19-ის დამარცხება 848 პირმა შეძლო.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 14 მაისამდე გახანგრძლივდა.