ბილ გეიტსი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება, საშუალოდ, ორ წელიწადში დაიწყება

“ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამრეწველო წარმოების დაწყება, ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რეალისტული ვადა კი ორი წელია”, – ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სპონსორმა, ბილ გეიტსმა განაცხადა.

“რთულია ვადების შევიწროება. იდეალურ შემთხვევაში, სამრეწველო მასშტაბზე ერთ წელიწადში გავიდოდით. თუმცა, შეიძლება ეს არ გამოგვივიდეს. ამას შეიძლება, ორი წელი დასჭირდეს”, – განაცხადა გეიტსმა დასმული კითხვის საპასუხოდ, “როდის დაიწყება ვაქცინის მასობრივი წარმოება ერთ, ან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში”.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალი პრეპარატის აპრობირებასა და სერტიფიცირებას სამფაზიანი პროცედურა დასჭირდება.

ბილ გეიტსისა და მისი მეუღლის ფონდმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 250 მლნ დოლარი გამოყვეს, მათ შორის, ვაქცინის შემუშავებაზე 7 სხვადასხვა ლაბორატორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები