ნიკოლოზ მეტრეველი: ორი გვამის მოსურნე მერაბიშვილი და მისი თანამოაზრეები ბინძური მეთოდებით ცდილობენ, გააშავონ გმირი ექიმების საქმიანობა

„ორი გვამის მოსურნე ვანო მერაბიშვილი და მისი თანამოაზრეები ბინძური მეთოდებით ცდილობენ გააშავონ გმირი ექიმების საქმიანობა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი საზოგადოებას მოუწოდებს, დაუდგნენ ექიმებს გვერდით და ქვეყნის მტრებს არსებული მდგომარეობის სათავისოდ გამოყენების საშუალება არ მისცენ.

„პაატა იმნაძემ ბრძანა დღეს: საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ საქართველოში ათობით და ასობით დაღუპული არ არის, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი ავად არ არის, რომ საავადმყოფოები გადავსებული არ არის, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით. ანუ რა არის საქმე: ორი გვამის მოსურნე ვანო მერაბიშვილი და მისი თანამოაზრეები ბინძური მეთოდებით ცდილობენ გააშავონ გმირი ექიმების საქმიანობა. მეგობრებო, თითოული ჩვენგანის ვალია, რომ დავუდგეთ ექიმებს გვერდით და არ მივცეთ საშუალება ქვეყნის მტრებს სათავისოდ გამოიყენონ არსებული რთული მდგომარეობა”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები