თელაველი მამაკაცი ლატვიაში კორონავირუსით გარდაიცვალა
ლატვიაში კოვიდ 19 – ით საქართველოს მოქალაქე, თელავის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 52 წლის გია გიორგაძე გარდაიცვალა. ფაქტს გარდაცვლილის ოჯახი ადასტურებს, მათი თქმით, გარდაცვლილს ქრონიკური დაავდება ჰქონდა, რის გამოც მან ვირუსთან გამკლავება ვერ შეძლო.
“ვიცოდით, რომ კორონავიურის ჰქონდა, რადგან ანალიზი გაუკეთეს. თავიდან ყველაფერი მაღალი ტემპერატურით დაეწყო და მერე გაურთულდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ცხედარის გადმოსვენება მოხდეს. ახლა მთავარია ლატვიის ხელისუფლებამ უფლება მოგვცეს”,-ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
თელაველი გია გიორგაძე წლების განმავლობაში ლატვიაში, ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიაში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახთან პირდაპირ კონტაქტზეა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ზუსტდება კონკრეტული დეტალებიც.