ხულოში სხვადასხვა საჭიროების მქონე 2500-მდე ოჯახმა სასურსათო კალათა მიიღო
ხულოში, კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ კამპანიაში, სხვადასხვა საჭიროების მქონე 2500-მდე ოჯახმა სასურსათო კალათა მიიღო. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის განცხადებით მნიშვნელოვანი ფაქტია, როდესაც ხელისუფლებასთან ერთად კერძო კომპანიები მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენენ.
,,მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სოციალურ კამპანიაში, სახელმწიფოსთან ერთად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული კერძო კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლის მეშვეობითაც, 2500-მდე ოჯახს უკვე გადავეცით სასურსათო კალათა. სოციალური აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და დავეხმარებით ყველა იმ ოჯახს, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა დასჭირდება. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს მერიის ცხელი ხაზი, საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ – 551 00 52 72″ – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.