კახა კალაძე: არსებულმა მდგომარეობამ ყველა დააზარალა, მათ შორის სამშენებლო სექტორიც

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით არსებულმა მდგომარეობამ ყველა დააზარალა, მათ შორის სამშენებლო სექტორიც.

როგორც დედაქალაქის მერმა, სამშენებლო სექტორზე საუბრისას თქვა, სექტორის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება, რომელსაც პრემიერი უხელმძღვანელებს.

„რა თქმა უნდა, პრობლემა სამშენებლო სექტორსაც ექნებათ. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამშენებლო სექტორი არის მიმართულება, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ჰყავს დასაქმებული და საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. ყველა დააზარალა არსებულმა მდგომარეობამ და სამშენებლო სექტორიც ვერ იქნება გამონაკლისი. სამშენებლო სექტორთან შეხვედრისას ძირითადი საუბრის თემა ეხებოდა ბანკების ჩართულობას, რომ ბანკებმა გარკვეულწილად იპოთეკების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადოს სამშენებლო სექტორს. ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერის ხელმძღვანელობით, სადაც ასევე საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები