ზვიად სხვიტარიძე: წარმოდგენილი სოციალურ-ეკონომიკური სტიმილირების გეგმა ადეკვატურია
“1200 ლარი, €350 3-ჯერ ნაკლებია 10-ჯერ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე, რომლებმაც უმუშევრად დარჩენილ ან უხელფასო შვებულებაში გაშვებულ პირებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწიეს,- ამის შესახებ British American Tobacco-ს კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე სოციალურ ქსელში, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას ეხმიანება.
“მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების Covid-19 ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სტიმულირების პაკეტებში პირველ ადგილზეა უმუშევრად დარჩენილი ან უხელფასო შვებულებაში გაშვებული პირების პირდაპირი ერთჯერადი ფინანსური დახმარება: აშშ -$1200 ; ავსტრალია – $1500 მდე ; გერმანია – €1000 მდე; საფრანგეთი €1000- მდე; იაპონია – €930. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის GDP Per Capita 10დან 16 ჯერ აღემატება საქართველოსას. 1200 ლარი €350 რაც 3 ჯერ ნაკლებია 10 ჯერ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე. ბევრია საკრიტიკო ცალსახად, მაგრამ წარმოდგენილი სოციალურ-ეკონომიკური სტიმილირების გეგმა ადეკვატურია“,- წერს “British American Tobacco-ს კორპორატიული დირექტორი.