ელა გოჩიაშვილის "ცხოვრებაგაუმტარი“

   გამომცემლობა ,,საუნჯემ“ პოეტ ელა გოჩიაშვილის ახალი კრებული ,,ცხოვრებაგუმტარი“ გამოსცა. რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ ბარბაქაძე, დიზაინერი თეა აკობია. 4 თებერვალს, 19 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში პოეტ ელა გოჩიაშვილის ამ ახალი წიგნის წარდგინება მოხდება. საღამოზე ავტორი დამსწრე საზოგადოებას თავად წაუკითხავს ლექსებს, მკითხველი თანამედროვეობის გამორჩეულ ავტორს შეხვდება, რომელმაც გამოჩენისთანავე მიიქცია პოეზიით განებივრებული ქართველი მკითხველის ყურადღება. შეგახსენებთ, ელა გოჩიაშვილი ავტორია ხუთი პოეტური კრებულისა: “მწუხრი მშვიდობისა“, “ფრაგმენტი ანამნეზიდა“, “პარასკევი ჩემი დღეა”, “შაბიამანი“ და “მიპასუხე, დე!”. ახალ კრებულს – ,,ცხოვრებგაუმტარი“ ავტორი წიგნს დედის, ვივა საიქოძის ხსოვნას უძღვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები