მიხეილ სააკაშვილი: იმედი მქონდა, რომ დღეს ამირჩევდნენ

უკრაინის რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერობის კანდიდატი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ თანამდებობაზე მის კანდიდატურაზე კენჭისყრა უკვე 30 აპრილს მოხდება.

როგორც სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, მას ჰქონდა იმედი, რომ დღეს მოხდებოდა კენჭისყრა.

“რასაკვირველია, მქონდა იმედი, ვიცეპრემიერის თანამდებობაზე კენჭისყრა დღეს მოხდებოდა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკისა და “ხალხის მსახურის” დეპუტატების უმრავლესობისა და სხვა ფრაქციების მხარდაჭერაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ, ხუთშაბათს კენჭისყრისთვის მოვემზადებით.

კვლავინდებურად ვარ მზად, დავეხმარო, გავუწიო კონსულტაცია და უკრაინაში არსებული გაბანკროტებული ძველი სისტემის რეფორმირების ყველა მცდელობას მოვერგო, რადგან გვიახლოვდება, შესაძლოა, ყველაზე სერიოზული ეკონომიკურ-საზოგადოებრივი განსაცდელი, რომლის გავლაც უწევდა უკრაინა დამოუკიდებლობის ყველა წელს”, – დაწერა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები