ზაალ ანჯაფარიძე: ვინც კორონაკრიზის შედეგად სამუშაო დაკარგა, მიიღებენ 1200 ლარის დახმარებას, შედარებისათვის, ჩვენზე ათასჯერ მდიდარ და ძლიერ აშშ-ში ეს დახმარება 1200 დოლარია
„შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება ამ ეტაპზე, თუ ეკონომიკა შედარებით სწრაფად გამოვიდა კრიზისიდან და მეტი შესაძლებლობა გაჩნდა, დახმარების მეტი რესურსიც გამოჩნდება”, – ასე აფასებს ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას.
მისი თქმით, ვინც კორონაკრიზისის შედეგად სამუშაო დაკარგეს, მიიღებენ 1200 ლარის დახმარებას. შედარებისთვის, ჩვენზე ათასჯერ მდიდარ და ძლიერ აშშ-ში ეს დახმარება 1200 დოლარია.
„ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც სულმოუთქმელად ელოდა მტერ-მოკეთე, წარმოდგენილია.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი არ ვარ, სხვა ქვეყნების მაგალითებთან შედარებითი ანალიზის შედეგად, მათ, ვინც კორონაკრიზისის შედეგად სამუშაო დაკარგეს, მიიღებენ 1200 ლარის დახმარებას (შედარებისთვის, ჩვენზე ათასჯერ მდიდარ და ძლიერ აშშ-ში ეს დახმარება $1200-ს შეადგენს).
მომავალი კვირებისა და თვეების მანძილზე ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები, მათ შორის, ბიზნესობიექტების ამუშავებაზე და, სხვა ყველაფერთან ერთად, ეს მოხსნის იმ სტრესულ ვითარებას, რაც მოსახლეობაში ბუნებრივად არსებობდა საგანგებო მდგომარების გამო.
სოციალურად დაუცველები იღებენ დახმარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს საკმაოდ დიდი სეგმენტია.
მიმაჩნია, რომ მართლა შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება ამ ეტაპზე და თუ ეკონომიკა შედარებით სწრაფად გამოვიდა კრიზისიდან და მეტი შესაძლებლობა გაჩნდა, დახმარების მეტი რესურსიც გამოჩნდება”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.