“ადამიანები, ვინც დაკარგეს სამსახური, 1200 ლარს მიიღებენ მაშინ, როცა აშშ, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე $65.000-ზე მეტია, მთავრობა $1200-ს აძლევს”
„ადამიანები, ვინც დაკარგავენ ან დაკარგეს სამსახური, დახმარების სახით 1200 ლარს მიიღებენ მაშინ, როცა ამერიკაში, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე $65.000-ზე მეტია, მთავრობა $1200-ს აძლევს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას ეხმიანება.
„ამერიკაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე არის $65.000-ზე მეტი. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ეფექტური პაკეტია წარმოდგენილი ბიზნესის ისევ ასამუშავებლად და ფინანსური რესუსრსების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. როგორც მესმის, ეს არის ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ალბათ, კიდევ იქნება გეგმა წარმოდგენილი ეკონომიკის ასაღორძინებლად”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.