თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩაკეტილ სოფელში მაღაზიები და აფთიაქი გაიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, სადაც უსაფრთხოების ზომების გამკაცრება კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების გამო გახდა საჭირო, მაღაზიები და აფთიაქი გაიხსნა. როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, ადამიანებს, ვისაც არ აქვთ საშუალება პროდუქტების შეძენისა,  სახელმწიფო დაეხმარა.
„სამი მაღაზია გაიხსნა და აფთიაქი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ საშუალება პროდუქტების შეძენისა – ჩვენ არა მარტო ღვანკითში, ათეულ ათასს ადამიანს დავეხმარეთ იმერეთის მასშტაბით.
რაც შეეხება ტესტირებას – მასობრივად არ იგეგმება, ამას წყვეტენ ჩვენი ეპიდემიოლოგები სიტუაციის მიხედვით“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. შეგახსენებთ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი უსაფთხოების მიზნით ჩაკეტილია. მუნიციპალიტეტში COVID19-ის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ნაწილი უკვე გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები