ხაშურში უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებით მომარაგება გრძელდება
ხაშურის მუნიციპალიტეტში უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებით დახმარება მიმდინარეობს. დახმარებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების ნაწილის შეძენა მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ გაღებული საქველმოქმედო თანხით განხორციელდა, საქველმოქმედო შემოწირულობა გაიღეს ბიზნესის წარმომადგენლებმაც. პროდუქტების განაწილების პროცესს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი გურასპაშვილი, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი – გიორგი ცერცვაძე და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელი – მამუკა გოლუბიანი ხელმძღვანელობენ. აღნიშნული სასურსათო პაკეტების დარიგება რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერია ქველმოქმედებისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის შპს„ გუროს“ დირექტორ მალხაზ ფცქიალაძეს, შპს „სიახლე+“-ის დირექტორ ზოია გუროვასა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალისხმევას არ იშურებს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ხაშურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დახმარება კვლავაც გაგრძელდება.