რუსეთში კორონავირუსის 5 849 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ვირუსი 68 622 პირს აქვს დადასტურებული, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ერთ დღეში ვირუსს 60 ადამიანია ემსხვერპლა, ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 615-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკას – გასულ დღე-ღამეში 677 პაციენტი გაწერეს, ჯამურად, 5568 განკურნებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები