ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში დაავადების პიკი ჩავლილია

ევროკავშირის წვერი ქვეყნების უმრავლესობაში კორონავირუსის პანდემია შესუსტებულია, – ნათქვამია ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (ECDC​) განცხადებაში.

“როგორც ჩანს, ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის 20 ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველი ტალღა ჩავლილია, ახალი შემთხვევების რიცხვი კლებულობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ისეთი ზომები, როგორებიც არის მასობრივი შეკრებების გაუქმება, სასწავლო დაწესებულებების დახურვა, ვირუსის გავრცელების შემცირება გამოიწვია, 8 აპრილიდან კი დაავადების გავრცელება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში 18%-ით შემცირდა.

ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საკარანტინო ზომების სწრაფი გაუქმებამ, შესაბამისი მონიტორინგისა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების გარეშე, ინფექციის გადაცემის უეცარი განახლება შეიძლება, გამოიწვიოს.

უკანასკნელი მონაცემით, ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებსა და ბრიტანეთში კორონავირუსს 102 064 ადამიანი ემსხვერპლა, 988 241 იყო ინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები