ISET საქართველოში უმუშევრობის ზრდას პროგნოზირებს

ISET კვლევითი ინსტიტუტი მოკლევადიან პერიოდში საქართველოში უმუშევრობის მასშტაბურ ზრდას პროგნოზირებს.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყველაზე მოწყვლადი სექტორების სია ასე გამოიყურება: განთავსების საშუალებები და საკვების მიწოდების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, გართობისა და დასვენების სექტორები.

კვლევით ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ ეს სირთულეები ასობით ათას ადამიანს შემოსავლის დაკარგვის ან სამუშაო საათების შემცირების თვალსაზრისით რისკის ქვეშ აყენებს.

„დაქირავებული მუშახელის თითქმის 30 პროცენტი სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას, რაც, ძირითადად, გამოწვეულია ეკონომიკური საქმიანობის მოსალოდნელი ვარდნით ვაჭრობის, მშენებლობის, წარმოების, განთავსებისა და საკვების მიწოდების სექტორებში”, – აღნიშნულია კვლევაში.

SET-ში მიაჩნიათ, რომ ყველაზე ნაკლებად განათლების, სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის, კომუნალური მომსახურებისა და ჯანდაცვის სფეროები დაზარალდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები