Daily Mail-მა კორონავირუსისგან თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალი შეადგინა

დედამიწაზე, დაახლოებით 20 ქვეყანა და დასახლებული ტერიტორიაა, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა.

Daily Mail-ის მიერ შედგენილი ჩამონათვალის მიხედვით, კორონავირუსისაგან თავისუფალი 15 ქვეყანა და 11 დასახლებული ტერიტორიაა.

უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალშია: კომორის კუნძულები, კირიბატი, ლესოტო, მარშალის კუნძულები, მიკრონეზიის ფედერალური შტატები, ნაურუ, პალაუ, სოლომონის კუნძულები, ტაჯიკეთი, ტონგა, ტურქმენეთი, ტუვალუ, ვანუატი, სამხრეთ კორეა.

მუდმივად დასახლებული ტერიტორიების ჩამონათვალი ასეთია: პიტკენის კუნძული, წმინდა ელენეს კუნძული, ამერიკის სამოა, უოლისისა და ფუნტუას კუნძული, შპიცბერგერი, ქრისტეშობისა და ნორფოლკის კუნძულები, ქოქოსის კუნძულები, ნიუეი, ტოკელაუ და კუკის კუნძილი.

როგორც Daily Mail-ი აღნიშნავს, ის, რომ ამ ქვეყნებსა და დასახლებულ ტერიტორიებზე ვირუსმა ვერ შეაღწია მათი განცალკევებული მდებარეობითა და ადრეულ ეტაპზევე მიღებული მკაცრი საკარანტინო ზომებით არის განპირობებული.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ინფიცირების სტატისტიკავს არ აწარმოებს ან არ ასაჯაროებს. მაგალითად, ჩრდილოეთ, კორეაში ინფიცირების არცერთი შემთხვევა ფიქსირდება მაშინ, როცა სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს. იგივე შეიძლება, ითქვას ტაჯიკეთზე, რომელიც ჩინეთს ესაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები