პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „მეტამფეტამინის“ და „ჰეროინის“ შემცველი, 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო  აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები