შიდა ქართლში სასოფლო – სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ავტომანქანებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა
საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ავტომანქანებით გადაადგილებაზე გარკვეული შეღავათები დაწესდა. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.
“მიმდინარე წლის 22 აპრილიდან 27 აპრილამდე სასოფლო – სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ყველა მუნიციპალიტეტში გარდა დიდი ქალაქებისა, დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება კონკრეტულ დროს!!! დილის 6:00 – 8:00 და საღამოს 18:00 – 19:00 საათის განმავლობაში.
გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილში პირბადით იმყოფება არაუმეტეს 3 პირი). “,- აღნიშნულია კასპის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 1 კვირით გახანგრძლივდა და 27 აპრილამდე მოქმედებს.